„ვალენსიას“ სტაფიდან 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს შორის არის ფეხბურთელი ესეკილ გარაისი. მან სოციალურ ქსელში სტატუსიც კი გამოაქვეყნა:
„2020 წელი ცუდად დავიწყე. დადებითი ტესტი ჩავაბარე კორონავირუსზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რჩება მხოლოდ ექიმების მხრიდან ყურადღება და იზოლაციის დაცვა“, – დაწერა გარაიმ „ინსტაგრამში“.
როგორც საფეხბურთო გუნდის პრესსამსახური აცხადებს, ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
როგორც ცნობილია, უეფა სამშაბათს გამართავს პრესკონფერენციას, სადაც განიხილება საფებურთო სამყაროს რეაგირება კორონავირუსზე.