„ცხოვრება რთულ პერიოდშიც არ ჩერდება,”- ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნიგუარდას საავადმყოფოს ადმინისტრაცია. იტალიაში, სადაც კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ბოლო 24 საათში, 741 ახალი სიცოცხლე გაჩნდა.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ რთულ დღეებში… თქვენ იმის მტკიცებულება ხართ, რომ ცხოვრება არ ჩერდება!” – წერს საავადმყოფოს ფეისბუქგვერდი.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გუშინ იტალიაში კოვიდ 19-ით გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 47 021, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 4 032 მიაღწია.
წყარო:ფორტუნა