ონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
ინფორმაციის გადამოწმებას “გურია ნიუსი” თავად ემზარ საბანაძესთან და დიმიტრი საყვარელიძესთან შეეცადა, თუმცა, არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მერის მოდგილეს, ეკა მაისურაძეს, რომელიც ინფორმაციას არ ფლობდა, მიზეზად არასამუშაო დღე დაასახელა.
მოგვიანებით, სულ რამდენიმე წუთში, მაისურაძე თავად დაგვიკავშირდა და ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა, მან სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა.