რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკური ბზობის დღესასწაული წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში აღნიშნა. მან მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში ყოფნისას არ იფიქრონ იმაზე თუ რა აკლიათ, არამედ იმაზე – თუ როგორ შეუმსუბუქონ სხვებს ტანჯვა.
„იქნებ ვიზრუნოთ მათზე, ვინც იტანჯება და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. იქნებ არ ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რაც გვაკლია და ვიფიქროთ, თუ რა სიკეთე შეგვიძლია მოვუტანოთ სხვებს“,- აღნიშნა რომის პაპმა.
წელს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს იზეიმებს.