9 აპრილს ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი გარდაიცვალა. მან ისტორიას შემოუნახა 9 აპრილის კადრები.
“კარანტინის, კომენდანტის საათის, სამედიცინო ნიღბებისა და COVID-19-ის შესახებ საუბრებს მიღმა, თითქოს დაგვავიწყდა… არადა, ეს ხომ დღევანდელ ღამეს მოხდა, 31 წლის წინ…” _ ეს გოგი ცაგარელის ბოლო პოსტია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
“გარდაიცვალა მამაჩემი, გიორგი ცაგარელი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და თავი შეიკაოთ სამძიმარზე მოსვლისგან. ყველას წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისთვის.“ _ წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცაგარელის შვილი.
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს გიორგი ცაგარელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.