ამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური.
ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად.
“გურია ნიუსის” შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით მიიღებენ.