ინფექციურში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, ერთი კრიტიკულია, თუმცა დინამიკაში მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე არიან ახალი პაციენტები, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს.
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა, რომ ხვალ დილამდე რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი გვეყოლება.
მისი განმარტებით, პაციენტების მესამედს მოზრდილი და ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ.
წყარო:იმედინიუსი