დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მერიის ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 400-მდე ზეხმელი და დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული.
დედაქალაქში ამ დროისთვის, ჯამში, 40 000-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა.
სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.