„ორი პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, თითქმის, კრიტიკულთან მიახლოებული. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ერთის მდგომარეობა დასტაბილურებულია, მძიმე პაციენტად რჩება, ხოლო მეორის მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით ვერ ხდება“,_ აღნიშნული განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
მისი თქმით, დანარჩენი პაციენტები, რომლებსაც პნევმონია აღენიშნებათ, სტაბილურად არიან.