აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეთა დახმარება მოხდება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის და მერის წარმომადგენლის მეშვეობით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, _ განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
“დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 6 საათიდან 8 საათამდე, სულ 2 საათის განმავლობაში და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, მხოლოდ 1 საათის განმავლობაში!
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონული შტაბი განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას.
სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილების საშვები აქვთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს, რომელიც მოქმედებს დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.