ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის თვითიზოლაცია გამოიწვია კორონავირუსის მქონე პირთან მის რეზიდენციაში მომუშავე ადამიანის ახლო კონტაქტმა.
როგორც ცნობილია, პრემიერს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და არანაირი სიმპტომები არ აქვს.