კორონავირუსით, საქართველოში და მეზობელ სახელმწიფოებში, ჯონ ჰოკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, სულ 164 908 ადამიანი დაინფიცირდა, 2 980 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 23 041 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
აქედან, საქართველოში 420 ადამიანია ინფიცირებული, 5 ადამიანი გარდაიცვალა, 107 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში საგანგებო მდგომარება 22 მაისამდე გუშინ გახანგრძლივდა, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა 27 აპრილამდე აიკრძალა.
აზერბაიჯანში კორონავირუსით 1 518 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილი კი 20, ხოლო 907 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ხელისუფლებამ covid-19-ის შესაჩერებლად 20 აპრილს კარანტინის რეჟიმი 4 მაისამდე გაახანგრძლივა.
სომხეთში კორონვირუსით 1 523 ადამიანი დაინფიცირდა, 24 გარდაიცვალა და 659 ადამიანი გამოჯანმრთელდა, აქაც სხვა ქვეყნების მსგავსად კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 13 აპრილს 30 დღით გახანგრძლივდა.
რაც შეეხება თურქეთს, აქ 98 674 ადამიანი დაინფიცირდა, 2 376 ადამიანი კი გარდაიცვალა და 16 477 ადამიანი გამოჯანმრთელდა. თურქეთშიც მოქმედებს კარანტინის რეჟიმი, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც 24 აპრილს იწყება, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნის 31 ქალაქისა და პროვინციის მოსახლეობას 4 დღის განმავლობაში გარეთ გასვლა ეკრძალება.
62 773 ადამიანი დაინფიცირდა რუსეთში, 555 ადამიანი კი გარდაიცვალა, 4 891 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, ქვეყანაში თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს.