აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი, – ამ სიტყვებით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანცირებას არ იცავენ.
ცნობისთვის, მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები მოსახლეობის პროდუქციას რეალიზაციის მიზნით იბარებენ, ხმაურია.
როგორც შოთა რეხვიაშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცედურა სოციალური დისტანცირების და რეკომედენდაციების დარღვევით მიმდინარეობს, რაც საგანგაშოა.
წყარო: ინტერპრესნიუსი