უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, შესაძლოა, დღეს გამოსცეს განკარგულება მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. ვარაუდობენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამ პოსტზე დანიშვნისას უფლებამოსილებები გაეზრდება და მას მთავრობის სხდომებზე დასწრების უფლება მიეცემა, _ ამის შესახებ ჟურნალისტი იური ბუტუსოვი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
„ზელენსკი სააკაშვილს სახელმწიფო სტატუსს მიანიჭებს. მართალია, ვიცე-პრემიერის თანამდებობა ოფიციალურად უფრო მაღალი იყო, თუმცა, ახლა სააკაშვილს საინფორმაციო სივრცეში მონაწილეობის უფრო მეტი საშუალება ექნება _ მას მიეცემა ინიციატივების გახმოვანების ან კრიტიკის, სახელმწიფო საკითხების კომენტირების შეუზღუდავი შესაძლებლობები მასმედიით“, _ აღნიშნავს ბუტუსოვი.