Facebook-ის ადმინისტრაციამ ,,ერთიან ნაციონალურ მოძღაობასთნ“ ასოცირებულ პირებთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია, აღნიშნული Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო წაშალა Facebook-ის 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. Facebook-ის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ საქმიანობის უკან მყოფი პირები იყენებდნენ ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას და მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად.
,,მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებლად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტურ და არავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
ისინი ხშირად აქვეყნბდენ პოსტებს ადგილობრივი სიახლეების და პოლიტიკური თემების შესახებ, როგორიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების კრიტიკა. ბევრი ასეთი გვერდი 2018 წლიდან აქტიური არ იყო. ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა ამ ქსელის კავშირი პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, როგორც რეგიონში საეჭვო კორდინირებული ქცევა“ – ნათქვამია Facebook -ის განცხადებაში
რაც შეეხება ამ ანგარიშებისა და ჯგუფების სტატისტიკურ ნაწილს, კომპანიის განცხადებით:
- ამ გვერდებიდან ერთს მაინც აფოლოვერებდა დაახლოებით 785 000 ანგარიში
- აღნიშნული ჯგუფებიდან ერთ-ერთში მაინც გაწევრიანებული იყო დაახლოებით 6 300 ანგარიში
- ინსტაგრამ ანგარიშებს კი დაახლოებით 26 000 გამომწერი ყავდა
- მოცემული ანგარიშების მიერ დაორგანიზდა დაახლოებით 22 Facebook ღონისძიება, რომლიდან ერერთი მაინც დაინტერესდა 11 600 ანფარიში, რომელთაგან არ დასტურდება რეალურად შედგა თუ არა მოცემული 22 ღონისძიება.
- აღნიშნული ანგარიშებიდან განთავსებულ Facebook რეკლამებში დაახლოებით 23 800 ამერიკული დოლარი დაიხარჯა