დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი აღინიშნება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი ცხოვრობს.
მუნიციალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მათ აღნიშული თარიღი მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს. მერიამ მათ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300-300 ლარი ანგარიშზე ჩაურიცხა.
„პანდემიიდან გამომდიარე, ისე ვერ ხდება, სამწუხაროდ, ამ თარიღის აღნიშნვა, როგორც წინა წლებში. სამწუხაროდ, გვყავს სამი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი _ ვალერიან ლომთათიძე, ლუბა სიხარულიძე და გალაქტიონ ჩხიკვაძე. ერთი არ იმყოფება ჩოხატაურში და მას ტელეფონით მივულოცე. ბატონ ვალერიანთან 5 მაისს ვიყავით და დაბადების დღე მივულოცეთ, დღეს გალაქტიონ სიხარულიძეს მივულოცეთ, გადავეცით საჩუქრები და ყველა მათგანს ჩაერიცხა მერიიდან ბიუჯეტით ამ დღისათვის გათვალიწინებული 300-300 ლარი“, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
შეკითხვაზე _ რას ნიშნავს თქვენთვის 9 მაისი? _ მერმა გვიპასუხა: „ჩემთვის ეს დღე არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ასეთივე აღქმა მაქვს მეც, როგორიც მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას“.