CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ ათობით ბავშვი ჰოსიტალიზირებულია „პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით“ რაც შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული.
ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადებით, მსგავს დაავადებას 3 ბავშვი უკვე ემსხპვერპლა.
კუომოს თქმით, ნიუ იორკი იძიებს საქმეს, რომელიც ეწინააღმდეგება იმ რწმენას, რომლის მიხედვითაც ბავშვები ნაკლებად არიან კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ.
ნიუ -იორკის გუბერნატორის თქმით, პედიატრიული მულტისისტემის ანთებითი სინდრომის დიაგნოზის მქონე ბავშვებს არ აქვთ კორონავირუსის ნიშნები.
ის წარმოადგენს კავასაკის დაავადებას, რომელსაც თან ახლავს ტოქსიკური შოკის სინდრომი.
კავასაკის დაავადება იწვევს ანთებას არტერიების კედლებში და შეუძლია გულისთვის სისხლის ნაკადის მიწოდების შეზღუდვა. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა 5 დღის განმავლობაში, გამონაყარი, კისრის ჯირკვლების შესიება, ხელებისა და ფეხების შეშუპება, თვალების სიწითლე.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, კავასაკი არის შეერთებულ შტატებში გულის შეძენილ დაავადებებს შორის წამყვანი.
ტოქსიკური შოკის სინდრომი გამოწვეულია სტაფილოკოკის ბაქტერიების ზოგიერთი ფორმის მიერ წარმოქნილი ტოქსინით, მოიცავს ცხელებას, შოკს და სხვადასხვა პრობლემებს.
ექიმ გლენ ბადნიკის თქმით, პედიატრიული მულტისისტემითი ანთების სინდრომი, შეიძლება წარმოადგენდეს კორონავირუსული დაავადების მეორე ფაზას.
„ორგანიზმის იმუნური სისტემა ზედმეტად მოქმედებს ვირუსზე და რადგან ეს არის ანთებითი დაავადება, ამ ზედმეტმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს კავასაკის მსგავსი დაავადება“,_ ამბობს ის.
კუომოს თქმით, ნიუ- იორკის შტატში ჯანდაცვის დეპარტამენტი ბავშვთა დაავადებების 73 შემთხვევას იკვლევს.
მათ უმრავლესობამა დადებითი პასუხი მიიღო კორონავირუსის ტესტზე ან დადებითი ტესტი ჰქონდა ანტისხეულებზე.
სიეტლში ჯანმრთელ მოზარდს განუვითარდა შოკის სიმპტომები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა საერთაშორისო მასშტაბით.
პედიატრების თქმით, ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში იშვიათი სინდრომით, რომელიც შეიძლება კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული, რამდენიმე ბავშვი დაავადდა.
მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში და ესპანეთშიც.
კუომოს თქმით, ვითარებაში უკეთ გასარკვევად ჯანდაცვის დეპარტამენტი მუშაობს ნიუ იორკის გენომის ცენტრთან და როკფელერის უნივერსიტეტთან ერთად, რომ ჩატარდეს გენომის და რნმ-ის თანმიმდევრობის შესწავლა.