საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში აქვეყნებს სტატუსს, სადაც იუწყება, რომ წინ დიდი გეგმები აქვს და ოზურგეთში ხანდაზმულთა ცენტრის შექმნას აპირებს.
„დავასრულეთ მორიგი მოხალისეობა გურიაში, ამჯერად მცირე რეკორდით – ექვსი სოფელი, საკუთრივ ქალაქი ოზურგეთი და შესაბამისად, 16 ოჯახი მოვამარაგეთ. ამით ჩვენი ფონდის მუშაობა ამ მიმართულებით დასრულებულია. დღეიდან გარდა სტიპენდიატების მოძიებისა, ახალ, დიდ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას და ნებისმიერი თქვენგანის მხარდაჭერა დაგვჭირდება – გვინდა ოზურგეთში ხანდაზმულთა ცენტრის შექმნა, სადაც ისინი დღის მნიშვნელოვან ნაწილს გაატარებენ – წაიკითხავენ გაზეთებს, დაეუფლებიან კომპიუტერს, ითამაშებენ ჭადრაკს, ექნებათ დისკუსიები, ლექციები, წვეულებები და რაც მთავარია, უკვე პენსიონერი მასწავლებლები მათ სხვადასხვა საგანში სემინარებს ჩაუტარებენ.
მოკლედ, წინ დიდი გეგმებია“,_ წერს კეკელიძე.