ჩინელმა ჰაკერებმა კოვიდ 19-ის ვაქცინაზე მუშაობის მონაცემების მოპარვა სცადეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას The ndtv ამერიკელ ექსპტერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური გაფრთხილება რამდენიმე დღეში გაკეთდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ჟაო ლიჟიანი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ყველა სახის კიბერშეტევას.
„ჩვენ წამყვანები ვართ კოვიდ 19-ის მკურნალობასა და კვლევაში. ამორალურია ჩინეთის მიმართ ცილისწამება და ჭორების გავრცელება მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში“,_ განაცხადა მან.
გაფრთხილების სერია დაემატება შეტყობინებებს და კვლევებს, ირანის, ჩრდილოეთ კორეას, რუსეთის და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების ბრალდებებს პანდემიასთან დაკავშირებული მავნე ქმედებების, ყალბი სიახლეების და მუშაკთა და მეცნიერთა მიზანში ამოღებისთვის.
ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა და აშშ-ს კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ფართომაშტაბიანი „პაროლის შეფუთვის“ ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ჰაკერულ თავდასხმას ჯანდაცვის უწყებებს და სამედიცინო კვლევით ორგაიზაციებს.