12 მაისს, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, ანუ იმედის დღე აღინიშნა სამტრედიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში.
სადღესასწაულო წირვა ჩაატარა და მრევლს დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა სოფელ ბაშის ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოანემ.
,,ეს დღე მნიშვნელოვანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის-არის ანდრია პირველწოდებულის შემობრძანების დღე, რომელმაც პირველმა დაიწყო მაცხოვრის რელიგიის გავრცელება საქართველოში. წმინდა ანდრია პირველწოდებული საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა.”
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი სამტრედიაში 1999 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა. ის პირველი მოქმედი ეკლესია იყო სამტრედიის ქალაქის ტერიტორიაზე.