სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.
„დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით.
ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომელთაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.