ჩოხატაურელ მედიკოსებს კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ნატო ჯიბუტმა მიაწოდა.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა მათგანის შედეგი უარყოფითია.
“მედპერსონალი გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფება. ისინი მძღოლები არიან”, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.