ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით დააკავეს ოთხი პირი, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც 3 მილიონ 500 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.
გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები ხსენებული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა–მხილების მიზნით”,_ ამბობენ უწყებაში.