“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.
“ახლა მაინც, ძვირფასო ხელისუფლებავ, გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზისები, რომელიც გეუბნებათ თქვენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდაა აღსრულდეს და გათავისუფლდეს მესამე პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა. თქვენ მიაღწიეთ იმას, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის პირი აშშ-ში, როგორიც არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა სენატორები, ერთობლივად გწერენ განცხადებას მაშინ როდესაც თქვენ გძინავთ ისინი მუშაობენ და გეუბნებიან კონკრეტულ სახელს და გვარს. ძალიან გთხოვთ, ნუ შეხვალთ პაექრობაში და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გიორგი რურუა”,_ განაცხადა ნიკა მელიამ.