ზუგდიდში COVID- 19-ის შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია.
ის ამ დროისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 677, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 419, გარდაცვლილი – 12.
კარანტინის რეჟიმში – 3822 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360.