პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებულ 1990 წელს დაბადებულ ბ.ი.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.
დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.