საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 24 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.
StopCov.ge-ზე არსებული მონაცემებით, ქვეყანაში სულ 456 ადამიანია ვირუსისგან გამოჯანმრთელებული, 12 კი გარდაცვლილი.
ამ მონაცემების მიხედვით, კოვიდცენტრებში 234 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ქვეყანაში სულ კორონავირუსის 702 შემთხვევა დადასტურდა.