10 დასახელების საკვები პროდუქტით სავსე კალათები დაარიგეს დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მეათე ბაგა-ბაღის თანამშრომლებმა. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში პატარებზე განკუთვნილი საკვები პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი მიმდინარეობს.
,,გურია ნიუსთან” საუბარში მეათე ბაგა-ბაღის მმართველი, ქეთევან შაშიაშვილი მშობლების სახელით მადლიერებას გამოხატავს.
,,10 დასახელების საკვები პროდუქტით სავსე კალათა 98 აღსაზრდელზე მოვამზადეთ, რომლის დარიგების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მშობლები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერებას გამოხატავენ. მჯერა, მალე საბოლოოდ დამარცხდება კორონავირუსი და ჩვენი საბავშვო ბაღის ეზო კვლავ ახმაურდება ცელქი გოგო-ბიჭებით.”