გერმანიის ფედერალური პროკურატურის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა.
„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“ _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა მკვლელობის თაობაზე სახელმწიფო დავალება მიიღო. ან ფინანსურ ანაზღაურებას მოელოდა, ან იზიარებდა დამკვეთთა მოტივს, რომ მოეკლა პოლიტიკური მოწინააღმდე და ამგვარად შური ეძია რუსეთის წინააღმდეგ ძველ კონფლიქტში მისი მონაწილეობისთვის.