ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა არ აქვთ და ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება.
“რა თქმა უნდა, მათ (ოპოზიციამ) იციან, რომ ქართული ოცნებისგან აქვს კანონპროექტს სრული მხარდაჭერა, ასევე არიან სხვა პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭრენ ცვლილებებს. ჯამური რაოდენობა არის 116, აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი გავა და როცა ისინი ამ პირობებში არ აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი არიან აბსოლუტურად აჭრილები იმ მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც ისინი არიან ჩავარდნილები. მძიმე მდგომარეობაში პირველ რიგში ვგულისხმობთ იმას, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების არავითარი მხარდაჭერა. ერთია 12 – პროცენტიანი, მეორე 3 – პროცენტიანი პარტია, ალბათ ამასაც ვერ შეინარჩუნებენ ოქტომბრამდე და ისინი შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.