კურო
შესაძლოა, ერთი შეხედვით ცოტა ტლანქი, მოუქნელი, ჭამასა და ფულზე ორიენტირებული ინდივიდი გგონიათ.
თუმცა კურო, რომელიც “ვენერას შვილია”, გულის სიღრმეში საოცრად ემოციური და ძველმოდურად რომანტიკული მამაკაცია.
მას შეიძლება მოსწონდეს შავ-თეთრი ფილმები, თქვენი ფანჯრების ქვეშ სერენადების სიმღერა (მით უმეტეს, რომ კუროების უმეტესობას ხმის ხავერდოვანი ტემბრი გააჩნია) და რომანტიკული აღიარებები, როდის და რომელი წუთიდან შეუყვარდით.
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ, როცა მისი გულისკენ მიმავალ გზაზე წარმატებით გაივლით კუჭს (კურო აღმერთებს გემრიელად სმა-ჭამას) და ერთგულების ტესტსაც უშეცდომოდ ჩააბარებთ.