გომისმთაზე მიწის უფასოდ რეგისტრაცია დაიწყება, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
გომისმთასთან ერთად მიწის უფასოდ რეგისტრაცია კიდევ 6 მაღალმთიან დასახლებაში დაიწყება.
“7 მაღალმთიანი დასახლება, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით შეირჩა“, – მოგვწერეს რეესტრიდან”, _ ნათქვამია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.
დასახლებები, სადაც მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება;
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები;
ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები.
„2016 წელს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. რეფორმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეთა მიმართვიანობა, საშუალოდ, ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ტემპი – სამზე მეტჯერ. რეფორმით გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 815 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა. რეგისტრირებულმა ფართობმა კი ჯამში 1 021 645 ჰა შეადგინა (24.05.2020 მონაცემებით). შედარებისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25 წლის მანძილზე რეგისტრირებული იყო დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ინფორმაციაში.