https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნებული მასწავლებელი _ საყვარელი პროფესიისთვის მიძღვნილი 45 წელი

10:06; 25.06.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მისთვისაც არ ყოფილა ადვილი, 45-წლიანი საქმიანობის შემდეგ უარი ეთქვა საყვარელ პროფესიაზე და  სკოლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, მაინც ასე ამჯობინა. ნებული მასწავლებელიც იმ ღვაწმოსილ პედაგოგთაგანია, ვინც ათწლელობით მიღებული გამოცდილება ბავშვებს მოახმარა და ძალიან ბევრ თაობას გაუკვალა გზა რთულ ცხოვრებაში.

ჩვენი რუბრიკის გმირი ნებული კვიჭიძე 1944 წელს ლანჩხუთში, სოფელ აცანაში დაიბადა. საშუალო სკოლაც აქვე დაამთავრა. შემდეგ სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა.

თუმცა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პედაგოგობაზე მეოცნებე ახალგაზრდას მუშაობის დაწყება ჩაის ფაბრიკაში მოუწია.

“1969 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავუბრუნდი ჩემს სოფელს. მუშაობა აცანის ჩაის ფაბრიკაში, კადრებისა და შრომის ორგანიზაციის უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე დავიწყე. დღეს ზოგს გაეცინება, მაგრამ ვიყავი პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივანი და ესეც ჩვენი ისტორიის შემადგენელი ნაწილია.

მასწავლებლობა ჩემი ოცნება იყო, მაგრამ იმ დროისთვის სხვა ვერაფერი ვნახე, თუმცა, მოგვიანებით ამიხდა კიდეც ეს ოცნება. 1974 წელს ჩემივე სკოლის კარი შევაღე უკვე, როგორც პედაგოგმა. მაშინ სკოლის დირექტორი რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი შოთა ქინქლაძე იყო. ჩემს საგანს, ბიოლოგიას უსაყვარლესი ადამიანი, ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ქალბატონი, თამარ ფირცხალაიშვილი ასწავლიდა. მეც მისი აღზრდილი ვიყავი, სწორედ მისი დამსახურებით გავხდი კიდეც ბიოლოგიის სპეციალისტი. მან დამითმო საღამოს სკოლაში ერთი საათი.

ლანჩხუთის დაუსწრებელი სკოლის აცანის საშუალო სკოლის საკონსულტაციო ჯგუფი _ ასე ეწოდებოდა საღამოს სკოლას. ძალიან ვღელავდი. მოზრდილ ხალხთან, მე-9 კლასთან მომიწია პირველი გაკვეთილის ჩატარება. ვღელავდი, თუმცა, ახალგაზრდების ნდობა პირველივე წუთებიდანვე მოვიპოვე. საგანს რომ არ ჩამოვცილებოდი, ერთი საათი ქიმიაც დამიმატეს.

მერე დირექტორის და ადგილობრივი მასწავლებლების გადაწყვეტილებით, დამნიშნეს სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტის გამგედ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ვისაც სკოლის ატესტატი არ ჰქონდა, გამეწია მათთვის სათანადო კონსულტაცია. ძალიან ბევრისგან ამის გამო მადლობა მივიღე. ზოგს ჯარში გამოადგა, ზოგსაც _ სამსახურში. 15 წელი გავატარე საღამოს სკოლაში”, _ ასე იხსენებს პირველ ნაბიჯებს პედაგოგიურ საქმიანობაში.

საღამოს სკოლის შემდეგ უმცროსკლასელებთან გადაინაცვლა დაწყებითების დღის გახანგრძლივებულ ჯგუფში: “ამ საქმეში დიდი მხარდაჭერა მივიღე ჩემი უფროსი კოლეგისგან, აწ განსვენებულ ვერა ქანთარიასგან. იგი ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენელი იყო _ საკმაოდ ენერგიული, დაუღლელი და მასთან ურთიერთობამ დიდი გამოცდილება მომცა. თუ დრო მქონდა, სიხარულით ვესწრებოდი მის ღრმაშინაარსიან გაკვეთილებს და მეც ასე, თანდათან დავხელოვნდი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში”.

როგორც თავად გვიყვება, გახანგრძლივებული ჯგუფის შემდეგ მცირე ხნით ისევ ბიოლოგიის საგანს დაუბრუნდა: “დროებით, თამარ მასწავლებლის ნაცვლად ბიოლოგიის გაკვეთილების ჩატარების საშუალება მომეცა მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში. ოთხი წელი ვიმუშავე, მერე კი დაბრუნდა თამარ მასწავლებელი და მე ისევ პატარებთან გადავინაცვლე, ოღონდ ამჯერად მთლიან განაკვეთზე, დაწყებითი კლასის პედაგოგად”.

სწორედ უმცროსკლასელებთან გატარებულ წლებს იხსენებს ნებული მასწავლებელი განსაკუთრებული სითბოთი და ამბობს, რომ ერთადერთი, რაც არასდროს არ ღლის, ბავშვებთან ურთიერთობაა.

“ძალიან მიყვარს ბავშვები, მთელი დღე მათთან ფუსფუსით არ ვიღლები. უდიდესი ნებისყოფა მაქვს მათთან მუშაობის, შეიძლება სხვა საქმემ დამღალოს, მაგალითად, რეცხვამ, ქსოვამ, მაგრამ მოსწავლეებთან ურთიერთობით არ დავიღლები. ყოველთვის ვცდილობდი, გამომევლინა რის ნიჭი, შესაძლებლობა ჰქონდა ჩემს თითოეულ მოსწავლეს და რომ მერე ამის მიხედვით მათ უფრო მეტად დავხმარებოდი”, _ ამბობს ღვაწლმოსილი პედაგოგი.ყოფილ მოსწავლეებზე საუბრისას ვეტერან პედაგოგს უჭირს რომელიმე მათგანი განსაკუთრებულად გამოყოს, თუმცა, იმას კი დასძენს, რომ განსაკუთრებულად ამაყია, როცა მათი წარმატების შესახებ იგებს ამბავს. 

“გამორჩეული მოსწავლეების დასახელება გამიჭირდება, ბევრი მყავდა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, გული ვატკინო. თუმცა, სიამაყე მავსებს, როცა მათი წარმატებების ამბებს ვიგებ. აი, თუნდაც მაია ჩხაიძე, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის დირექტორი, საოცრად ნიჭიერი იყო ყველა საგანში _ წრის მეცადინეობა გინდა, გაზეთის გამოშვება, რაც უნდა დაგევალებინა, ყველაფერს საუკეთესოდ აკეთებდა. სიყვარულით ვზრდიდი ბავშვებს, ვასწავლიდი შეცოდებას, პატიებას”, _ სითბოთი დასძენს ნებული მასწავლებელი.

განვლილ წლებზე საუბრისას ნებული მასწავლებელი არც ძველ კოლეგებს ივიწყებს. ამაყია მათთან გატარებული წლებით. ამბობს, რომ მართლაც განსაკუთრებულ ადამიანებთან მოუწია ურთიერთობა და სწორედ მათი გვერდში დგომით შეძლო პროფესიონალ პედაგოგად ჩამოყალიბება.

“45 წლის წინ, მუშაობა რომ დავიწყე, განსაკუთრებული კოლექტივი დამხვდა, შოთა ქინქლაძის ხელმძღვანელობით. სწორედ იმ წელს დავიწყეთ ჩვენ მეგობრობის ფესტივალებში მონაწილეობა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და მის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ჩვენთან მოსწავლეთა დელეგაციები, ჩვენც დავდიოდით. ამ საქმის სულისჩამდგმელი მართლაც პროფესიონალი პედაგოგი სვეტლანა დანაჩევა იყო. იგი ყველა სფეროში უაღრესად განსწავლული, შეუდარებელი პიროვნება იყო. ძალიან ბევრის სწავლა შეიძლებოდა მისგან. ის იყო ლიდერი და ჩვენც ყველანი მის გვერდით ვიყავით. მისი დამსახურება იყო, რომ ჩვენს სკოლაში არაჩვეულებრივი ღონისძიებები იმართებოდა.

ჩემი ხელმძღვანელობით უკრაინაში, ქალაქ ანტრაციტში ვიყავით წასულები. საოცარი მასპინძლობა გაგვიმართეს უკრაინელმა კოლეგებმა. ფესტივალის მიმდინარეობისას, როცა ჩვენი ნომერი გამოაცხადეს, ისეთი ოვაციებით შეგვხვდა დარბაზი, რომ გული კინაღამ გაგვიჩერდა _ ნეტავ, ხომ გაამართლებენ ჩვენი მოსწავლეებიო, _ ვფიქრობდით. მათაც ისეთი ცეცხლი დაანთეს სცენაზე, დარბაზი ფეხზე წამოუდგა. განა მარტო ქართული ნომრები შეასრულეს?!… დამსწრე საზოგადოება ხუმრობდა, რომ თბილისის შემდეგ აცანა მეორე “ქალაქია” საქართველოშიო. ძალიან ამაყები ვიყავით”, _ ამბობს ნებული მასწავლებელი და საკუთარ ნაფიქრალსაც გვიზიარებს: “ბარემ ვიტყვი, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა სვეტლანა დანაჩევაზე. მას აუცილებლად უნდა ჰქონდა წოდება დამსახურებული მასწავლებლის, იგი იმ დონის პედაგოგი გახლდათ, იმსახურებდა ამ დაფასებას. ერთეულები არიან ასეთი პედაგოგები”.

როცა სკოლაში გატარებულ წლებს იხსენებს, ნებული მასწავლებელს უჭირს არ გაიხსენოს ის ადამიანები, ვისთანაც პროფესიული საქმიანობა აკავშირებდა.
“როგორ არ გავიხსენო განათლების ხელმძღვანელები, მეთოდისტები: ვალიკო ჩიკაშუა, დათიკო გოგუაძე, ანზორ დობორჯგინიძე, ლილი წილოსანი, მიმოზა ბარამიძე… ჩემი კოლექტივი, სადაც ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მასწავლებლად: მადლენა ხომერიკი, თამარ ფირცხალაიშვილი, მედიკო და ნინა ჩხაიძეები, მადონა ჟღენტი, მალხაზ ორაგველიძე, დავით ჩხაიძე, დავით ბურჭულაძე (ომის ვეტერანი, ასწავლიდა სამხედრო სწავლებას, სინდის-ნამუსის განსახიერება), ალბერტ ხელაძე (სასწავლო ნაწილი), დუჩა გუგავა…

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ დღესაც შესანიშნავი პედაგოგები გვყავს აცანის სკოლაში. ავიღოთ თუნდაც სპორტის მასწავლებელი, სოსო ჩაგანავა _ ლანჩხუთიდან დადის, როგორი ბავშვები წარმოაჩინა?! თაობა გვყავს კარგი. არ ვიცი, ეგებ ვაჭარბებ… თუმცა, რაზეც მწყდება გული, ეს არის მცირე კონტინგენტი, წავიდა ხალხი სოფლიდან, იცლება სოფელი, შესაბამისად, ბავშვების რაოდენობამც იკლო. ამას სკოლა კი ვერ მოაგვარებს, მაგრამ მტკივა ძალიან ასეთი მიგრაცია”, _ გულისტკივილით ამბობს ნებული მასწავლებელი.

რაც შეეხება სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ არ უნდოდა საკუთარი ჯანმრთელობის გამო ბავშვებისთვის პრობლემა შექმნა და რომ გაკვეთილს დამჯდარი ვერ ჩაატარებდა.

“როცა ბოლო გამოშვების კლასი მივიღე, ჩვენი სკოლის დირექტოს, ბატონ ანდროს ვუთხარი, ალბათ, ეს ჩემი ბოლო გამოშვება იქნება, არ მინდა ვინმემ მითხრას შენ უკვე წასასვლელი ხარ, მე იმ დღეს მოვკვდები-მეთქი.

ამას ჯანმრთელობის პრობლემაც დაემატა, არ მინდოდა ჩემი ჯანმრთელობის გამო, ბავშვებს პრობლემა შექმნოდათ. განა სიცხიანი არ მივსულვარ სკოლაში?! განა არ შემეძლო ბიულეტენი გამეკეთებინა, ან სხვა შემეშვა კლასში?! ყველა ჩემზე უკეთესია, მაგრამ ჩემს ბავშვებთან მე მინდოდა ყოფნა. ახლა ცოტა სხვა დროა, ასაკიც მომეპარა, სკოლაში დასასვენებლად ხომ არ ვიქნებოდი?! მე დამჯდარი ვერ ვატარებდი გაკვეთილს. ვერა მასწავლებელი მეტყოდა ხოლმე, თუ არ იტრიალე დაწყებით კლასში, ისე არაფერი არ გამოგივაო.

გასული წლის 13 აგვისტოს დავწერე სკოლიდან წამოსვლის განცხადება. სახელმწიფოს მიერ მოცემული თანხით ვიმკურნალე, ენერგია აღვიდგინე.
რას ვაკეთებ სახლში?! _ პირველ რიგში, ვეხმიანები ჩემს კოლეგებს. ვკითხულობ სკოლის ამბებს. მაინც სკოლის ცხოვრებით ვცხოვრობ. გაზეთებში ვეძებ ინფორმაციას განათლების სფეროს შესახებ.

ჩემს ადგილზე ღირსეულზე უფრო ღირსეული მასწავლებლები დავტოვე”, _ სითბოთი დასძენს ჩვენი რესპონდენტი.

რაც შეეხება ნებული მასწავლებლის ოჯახს _ ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი.

_ ქალიშვილი და რძალი პედაგოგები არიან, ვაჟმა აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა. უფროსი შვილიშვილი უცხო ენების სპეციალისტია, მომდევნომ კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. კიდევ ერთი შვილიშვილი, ვაჟის მხრიდან, ინჟინერია და მუშაობს კერძო სექტორში. დანარჩენები ჯერ პატარები არიან”.

რაც შეეხება სურვილებს: “მინდა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ყველა ბავშვმა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში. ჩემმა აღზრდილებმა გაიხარონ და გამრავლდნენ!”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11 სექტემბერი, 2026

ლანჩხუთის ბიუჯეტი მილიონ 400 ათასი ლარით მცირდება

"სკოლაში დასაქმება, ალბათ, ოჯახურმა ტრადიციამ გადამაწყვეტინა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო