ოპოზიციონერი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ პარლამენტის მესამე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები უცხოური დიპლომატების და ქართველი საზოგადოების ზეწოლის შედეგია.
“პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენ მოქალაქეებს მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციაში. ეს ცვლილებები 20 ივნისის მონაწილეებს ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ყველაფერი გავაკეთეთ ოპოზიციამ და ჩვენმა მხარდამჭერებმა, რომ ეს ცვლილებები მომხდარიყო, რადგან ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ცვლილებები ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოღლიტა. ჩვენმა საზოგადოებამ და უცხოელმა დიპლომატებამ დიდი როლი შეასრულეს ამ ცვლილების შეტანაში. “- გვითხრა კახა ასკურავამ.
“გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა გიორგი რურუას საქმით. როგორც მოგეხსენებათ ოპოზიცია მის განთავისუფლებას ითხოვს. კახა ასკურავა თვლის, რომ თუ ახლა არ გაანთავისუფლებენ რურუას, ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო საქციელი.
“რაც შეეხება გიორგი რურუას იგი არის, იყო და რჩება პოლიტ.პატიმრად. უბრალოდ ეს დროის ამბავია თუ ხელისუფოლება არ გამოუშვებს მას წინასაარჩევნო პერიოდში მისთვის უარესი. თუ არ გამოუშვებენ მაშინ ოქტომბერში, როდესაც არჩევნების გზით შეიცვლება ხელისუფოლება, ის გმირის სახელით გამოვა ციხიდან. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს 8 მარტის ხელშეკრულება. თუ ამას, არ გააკეთებს მაშინ ყოველთვის შევახსენებთ ამ ფაქტს, რომ ისინი არიან მატყუარები“, – გვითხრა კახა ასკურავამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო – მესამე მოსმენით მიიღო.