ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.
აღნიშნულ სიაში სულ 14 ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორისაც საქართველოც არის.
ევროკავშირის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სია ყოველ ორ-კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.
ევროკავშირის სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: საქართველო, კანადა, იაპონია, ავსტრალია, მაროკო,სერბეთი, მონტენეგრო, ალჟირი, ურუგვაი, რუანდა, ახალი ზელანდია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა.
რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირის საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.