ვერძი
ადვილად უყვარდება ვინმე, თუმცა აბსოლუტურად ერთგულია მანამ, სანამ პარტნიორის მიმართ გრძნობებს განიცდის. ნუ დაგავიწყდებათ, ვერძი ცეცხლის ნიშანია – შესაბამისად, მარტივად აალდება და მარტივად ქრება.
აქედან გამომდინარე, თუკი მისი პარტნიორი გამუდმებით არ შეეცდება მის გულში არსებული გრძნობების ნაკვერჩხლის გაღვივებას, ვერძი მარტივად და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას.
ამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს. შესაბამისად, დანგრეული ურთიერთობის სანაცვლოდ ბევრი ვერძი მალევე პოულობს ახალ, უფრო საინტერესო ვარიანტს.