ხელვაჩაურში ქალი დააკავეს 9 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც.
“არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დედა, რომელიც თავის 9 წლის გოგონაზე ძალადობდა, უკვე დააკავა პოლიციამ. ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.