საქართველოს ჩემპიონი და ეროვნული თასის მფლობელი ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს შემოდგომაზე, 7-დან 13 ოქტომბრამდე გამართავს.
როგორც კლუბის პრეზიდენტის დურმიშხან ჩხაიძის საუბრიდან ირკვევა, გუნდის შემადგენლობაში უმნიშვნელო ცვილებებია. კერძოდ, ფეხბურთს თავი დაანება და შესაბამისად, კლუბი დატოვა გამოცდილმა მოთამაშემ თამუნა თავდიშვილმა. სანაცვლოდ „ლანჩხუთის“ შემადგენლობას დაუბრუნდა კლუბის აღზრდილი და ყოფილი თანაგუნდელი სოფიკო ნარსია, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის „ნიკეს“ ღირსებას იცავდა.
„პანდემიის გამო, სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდი ახალი შემართებით იწყებს მზადებას და ვარჯიშები რეგულაციის ყველა წესის დაცვით ჩატარდება. შემადგენლობაში გვაქვს უმნიშვნელო ცვლილებაც, თუმცა, ტრადიციულად, უცვლელი გვაქვს დასახული ამოცანები: ქვეყნის ჩემპიონობა, თასის მოპოვება და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ღირსეული გამოსვლა“, _ ამბობს დურმიშხან ჩხაიძე.