რუსეთში ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაკავებას აპროტესტებენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვდრას მოითხოვენ – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა 40 000-მდე ადამიანმა მიიღო. ისინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი, 15 წლის წინ ბიზნესმენების, შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
როგორც BBC წერს, 2018 წელს ფურგალმა არჩევნებში პუტინის პარტიის, “ედინაია რასიას” კანდიდატი დაამარცხა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ულტრა ნაციონალური „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ კრემლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა, ფურგალის გამარჯვება, რომელიც რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში პოპულარული ფიგურაა, “ედინაია რასიასთვის” დარტყმის მიყენება იყო.