https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქალები ახალი კორონავირუსის დროს

16:07; 11.07.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

COVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა.

ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ.

„მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, – უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”.

ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ.

„საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, – ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა.

„პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, – გვიყვება ლია.

თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.

 „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, – ამბობს ნადეჟდა.

საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას.

„ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, – გვითხრა საიდა ხოსაძემ.

დაბა ნარუჯაში მცხოვრები ლია სურმანიძე 10 წელზე მეტია, რაც მეუღლესთან ერთად სამუშაოდ თურქეთში დადიოდა. შარშან ქმართან და შვილებთან ერთად მთელი სეზონი, ანუ სამი თვე იმუშავა. ლია სურმანიძე: “წელიწადში სამი თვე ვმუშაობდით. ჩაის საკრეფად თუ დავდიოდით, ახლა მოცვის საკრეფად დავდივართ. არაფრის კეთებას ისევ მუშაობა ჯობია. ერთი თვე გვიწევს მოცვის პლანტაციებში მუშაობა. პლანტაციებში მუშაობის შემდეგ სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული. ასევე, რაც შემიძლია ვუვლი ბოსტანს, ქმარს, შვილებს. მეუღლემ ოპერაცია გაიკეთა და ამ ეტაპზე მის გამოჯანმრთელებას ვცდილობ. ახლა მთავრობისგან დახმარებას ველოდებით. როგორც გვითხრეს, ვინც თურქეთში სამუშაოდ გადავდიოდით, ერთჯერადად 300 ლარი ჩაგვერიცხება. ვიცი, რომ ბევრმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია“.

დაბა ნარუჯაში მცხოვრები ლია ჭაღალიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ თურქეთში სამი თვის განმავლობაში ნაშრომი ფული მთელ წელიწადზე უნდა გაენაწილებინათ.

„თურქეთში ჩაის საკრეფად წლებია, დავდივართ. რთული სამუშაოა, ხან წვიმიან ამინდშიც გვიმუშავია, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ძირითადი ფინანსური შემოსავალი ოჯახში მეზობელ ქვეყანაში აღებული თანხა იყო. თურქეთში ბოლო წლები სამუშაოდ მეუღლესთან ერთად დავდიოდი. ბავშვებს დედამთილთან და მამამთილთან ვტოვებდით. ახლაც მზად ვართ წავიდეთ სამუშაოდ. ამ ვირუსის დროს გაგვიმართლა, ერთი თვე სამუშაო გვქონდა დაბა ნარუჯაში მოცვის პლანტაციებში. მაგრამ ახლა, რა იქნება, არავინ იცის. თუ მოგვეცემა საშუალება, ისევ გადავალთ თურქეთში სამუშაოდ. ჩაის კრეფა აქაც ვცადეთ, ადგილზე, მაგრამ ანაზღაურება ძალიან მცირეა. მირჩევნია აქ ვიმუშაო თუ სტაბილური სამსახური იქნება და შესაბამისი ანაზღაურება“.

კორონავირუსის დროს  ფონდი “ტასო“ ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც არაერთი პროექტი დაუფინანსა საქართველოს რეგიონში მცხოვრებ ქალებს.

“ფონდი ტასო” არის ეროვნული ქალთა ფონდი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. მანამდე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოში ქალთა პროგრამებს ახორციელებდა და მოგვიანებით, მას შემდეგ რაც გამოვლინდა ცალკე ორგანიზაციად დაფუძნების საჭიროება. ფონდი მუშაობს ეროვნულ დონეზე ქალთა საჭიროებების იდენტიფიკაციასა და სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე.

ფონდი “ტასოს“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის მენეჯერის მაია გრძელიშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს მრავალი პრობლემა, რომელიც უშუალოდ ქალებს უკავშირდებათ, კიდევ უფრო გამოიკვეთა და გახდა აქტუალური.

მაია გრძელიშვილი: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ოჯახში ძალადობის შემთხვევები და მსხვერპლების, მოძალადესთან ერთად იზოლაციაში დარჩენის რისკები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვთანამშრომლობთ ეროვნულ და ადგილობრივ უწყებებთან და ვზრდით ცნობიერებას სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და აქტიური ქალების ხელშეწყობით. მეორე, გახლდათ ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითისთვის: ქალები რეგიონებში ძირითადად სეზონური საქმიანობებით არიან დაკავებული, პანდემიის პირობებში კი ეს სეზონური სამუშაოები (სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული საქმიანობა) ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას შეექმნა პრობლემა იმ მხრივ, რომ მთელი წლის განმავლობაში ნამუშევარი და მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა გარკვეული რეგიონებიდან, ჩაკეტილობისა და ადგილობრივი შეზღუდვების გამო. ასევე, პრობლემები გაჩნდა განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია სოფელში ინტერნეტის არ ქონის ან არასაკმარისი მატერიალური შესაძლებლობის, რომლითაც ინტერნეტის შეძენას შეძლებდა მოსახლეობა, პრობლემაა კომპიუტერისა და სმართ ფონების ანდა სხვა ტიპის ე.წ. გაჯეტების ქონაც. თუმცა, ყველაზე მეტად მათ ყოველდღიურ ცხოვრებას დაეტყო, ვინაიდან ფასების ზრდამ ძალიან დიდი დაღი დაასვა მათ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას. განსაკუთრებით კი სოფლების დონეზე, ყველგან არ არის მაღაზია, საცხობი ან აფთიაქი, გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალები, რომლებსაც ძირითადად მზრუნველის როლი აქვს შეთავსებული ძალიან უჭირთ ყოველდღიური მოხმარების ნივთების „მოძიებაც“ კი. სამწუხაროდ, ბუნებრივია ერთჯერადი დახმარებები არ აღმოჩნდა საკმარისი მოსახალეობის სოციალური სიდუხჭირესთან გასამკლავებლად.

ზოგადად, პანდემიის პირობებში, წერტილოვანმა შეზღუდვებმა თუ იზოლაციამ გამოიწვია ადამიანების უფლებების შეზღუდვა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებების. ქალებს სოციალური და ეკონომიკური შეჭირვების გარდა, დაემატათ საოჯახო საქმე, ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, რომელსაც, ჩვენს კულტურაში როგორც წესი, ოჯახის წევრები არ ინაწილებენ.“

კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? – ამ კითხვებზე პასუხები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ლელა საჯაიამ გაგვცა.

“ COVID 19 – ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირეებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული,  მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, – ამბობს ლელა  საჯაია.

ლელა საჯაია ამბობს ასევე, რომ,   ყველა პროგრამა რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა  პანდემიის დროს, თავისთავად შეეხო ქალებს.

“ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი მოწყვლადი ჯგუფი, თუმცა ყველას კარგად გვესმის რომ ეს საკმარისი არაა. COVID 19 – ზე რეაგირებისას.   საჭიროა ქალების პრობლემებისა და იდეების მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანია ქალების სოციალური მხარდაჭერა, მათი საჭიროებებისა და სირთულეების იდენტიფიცირება და კრიზისზე რეაგირებისას აღნიშნული ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინება. აღნიშნულ პროცესში მთავარ როლს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობა ასრულებს საზოგადოების წევრებთან მათი სიახლოვიდან გამომდინარე. სწორედ ჩვენ, თვითმმართველობის თითოეულ წევრს , გვევალება დავეხმაროთ საზოგადოებას მნიშვნელოვანი საკითხების მმართველობის ზედა დონეებამდე მიტანაში, რათა ადეკვატური რეაგირება  და მიზანმიმართული ღონისძიებების გატარება უზრუნველყონ. ხელისუფლების მიერ  პირველივე ეტაპზე გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა მოსახლეობისათვის უდიდესი მხარდაჭერა. ეს იყო კომუნალური გადასახადების შეჩერება, საბანკო შეღავათების ამოქმედება თუ უამრავი რამ. კორონა ვირუსის წინააღმდეგ კოორდინირებულად, შეთანხმებულად და შეუფერხებლად მუშაობდა ცენტრალური  და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რგოლი”- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლელა საჯაიამ.

ფოტოები “გურია ნიუსის”არქივიდან

 

პანდემიამ ქალებისა და გოგოებისთვის ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც არსებობდა.

როგორ იცვლება ქალებისა და გოგოების ცხოვრება COVID-19-ის შედეგად – გაეროს ქალთა ორგანიზაციამ არსებული მდგომარეობის შესასწავლად სწრაფი გენდერული შეფასება ჩაატარა. კვლევა პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების შესახებ ეროვნული თუ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ: სწრაფმა გენდერულმა შეფასებამ საქართველოში ქალების და კაცების ცხოვრებაზე COVID-19-ის ზეგავლენა შეისწავლა და მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები გააანალიზა.

პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ. სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვამ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისა და გოგოებისთვის კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მათ ბავშვის მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ.

პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აცხადებენ, რომ COVID-19-მა საქართველოში ქალთა მდგომარეობა გააუარესა, გენდერული უთანასწორობა კი – გააღრმავა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

"ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"

ხანძარი ოზურგეთში - შემოქმედში სახლი დაიწვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო