კომეტა Neowise-მ (C/2020 F3), რომელიც 2020 წლის მარტში აღმოაჩინეს, ივლისში მოუახლოვდა დედამიწას და ყველაზე ახლოს 23 ივლისს 104 მილიონ კოლომეტრზე ჩაუარა.
ის ამ დღის მერე დაიწყებს დედამიწისგან მოშორებას და აგვისტოს დასაწყისში, საბოლოოდ, გაქრება მხედველობიდან და შემდეგი 6 800 წლის განმავლობაში შეასრულებს საკუთარ ორბიტას.
რის შემდეგადაც კვლავ დაუბრუნდება დედამიწას.
თუ თქვენ სურვილი გექნებათ, რომ ეს მოვლენა საკუთარი თვალით იხილოთ, მოიმარჯვეთ დურბინდი ან პატარა ტელესკოპი, მოძებნეთ, რაც შეიძნება ბნელი ადგილი და საღამოს 10 საათის მერე ჩრდილო-დასავლეთით, დიდი დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ გაიხედეთ.