პანკისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ნაცემია ერთი ახალგაზრდა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის შემდეგ ხეობაში გადაადგილებას ცდილობდა. ნაცემ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი _ იუწყება „მთავარი არხი“.
რაც შეეხება კონფლიქტს. სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სოფელ მატანში დღეს ახალგაზრდები შეიკრიბნენ და პანკისელებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.
აქცია ამ დროისათვის დასრულებულია, დაპირისპირებული მხარეები კი მოლაპარაკების რეჟიმში გადადიან.
ადგილობრივი ოპოზიცია ხეობაში გაბატონებულ დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს. მწვავე კონფლიქტის მიუხედავად, დღეს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.