ლომი
ლომის ზოდიაქო გულუხვობითა და დიდსულოვნებით გამოირჩევა.
ლომები გამორჩევით ამაყი და თავმოყვარე ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ინტრიგები, ჭორები და ზურგს უკან ვინმესთვის მახის დაგება.
ლომები აღმერთებენ სხვების დახმარებას და მფარველობას. მათთვის სასიცოცხლო სტიმულის მომცემია ის ფაქტი, რომ მეგობარი მადლიერებას გამოხატავს მისი თანადგომის გამო.
ეს ყველაფერი ლომს საკუთარი თავის რწმენას ერთიორად უმაღლებს. ამ ადამიანებმა არაჩვეულებრივი მეგობრობა და საშიში მტრობა იციან.
ამიტომ, თუკი მეგობრის სტატუსით მას რაიმე ტიპის ინტრიგნობა მოუწყეთ, გწამდეთ, მისი სახით საშიში მოწინააღმდეგე შეიძინეთ და თქვენი ურთიერთობა აღარასოდეს აღდგება.