ფოთში მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ 20 წლის გოგოს, რომელიც მდინარე რიონში გუშინ, გვიან ღამით გადახტა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის, ორი მყვინთავი.
ასევე, ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენს.