ჩინეთს ტრამპის გამარჯვება არ სურს, ხოლო რუსეთი ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის უამრავ ზომას მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტის ხელმძღავანელმა, უილიამ ევანინამ განაცხადა.
ევანინამ, აშშ-ს საგარეო საფთხეზე ისაუბრა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს ემუქრება. მან აღნიშნულ კონტექსტში, სამი ძირითად საფრთხე გამოყო რუსეთის, ჩინეთის და ირანის სახით.
,,ისინი ცდილობენ შეცვალონ ამომრჩევლის სიმპატიები, დათესონ უთანხმოება და ძირი გამოუთხარონ ამერიკელი ხალხის ნდობას დემოკრატიული პროცესებისადმი. უამრავ უცხელ აქტორის პრეფერენციები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმე უნდა გაიმარჯვოს არჩევნებზე, გავლენის მოხდენის მცდელობები უფრო იშვიათია, ჩვენ შეშფოთებული ვართ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აქტიურობით“,_განაცხადა ევანინმა.
მან ასევე, საუბრისას აღნიშნა, რომ სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ ჩინეთს არ სურს ტრამპის გამარჯვება, რადგან მას არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად მიიჩნევს.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ჯო ბაიდენის დისკრედიტირება სურს, რადგან მას ანტირუსული ისტებლიშმენტის წარმომადგენელად მიიჩნევს,
აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტის ხელმძანელმა, ასევე აღნიშნა, რომ ირანი ცდილობს ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და აშშ-ის დაყოფას არჩევნების წინ. მისი თქმით, ირანი, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს ონლაინ-კამპანიებზე, მაგალითად, სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების გზით.
,,ინფორმაციის გაზიარების გარდა, ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ სადაზვერვო საზოგადოება ყველაფერ აკეთებს იმისათვის, რომ ებრძოლოს როგორც კიბერთავდასხმებს, ასევე ჩვენს საარჩევნო პროცესზე გავლნის მოხდენას“, – განაცხადა აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტის ხელმძღვანელმა უილიამ ევანინამ.