ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრებ ნინა ცხოიძე-ჯიშიაშვილს ცოტა ხნის წინ 100 წელი შეუსრულდა. ქალბატონი ნინა ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა, როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, „გურულის მოტყუება“ მოახერხა და უკვე თითქმის 80 წელია, რაც ქვენობანში ცხოვრობს.
ნინა ბებოს, 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს. 100 წლის ქალბატონს ძალიან უყვარს ბავშვები, ახალგაზრდები, მუსიკა. მის ეზოში მათი მუდმივი ჟრიამული ყოფილა და ამიტომ სოფელში სიყვარულით „დისნეი ბებო“ შეარქვეს.
„გურია ნიუსი“ დღეგრძელობას და ბედნიერ დღეთა სიმრავლეს უსურვებს საუკუნის ქალბატონს.