ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა სვანეთში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ბახმაროში ტრადიციული დოღისა და სახალხო დღესასწაულის გადადებას აფასებს.
“სვანეთში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წელს ბახმაროში, მრავალათასიანი სახალხო დღესასწაულისა და ტრადიციული დოღის გადადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და რაციონალური.
გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებამ, ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქეს გული დაწყვიტა, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არის მთავარი.
იმედია, მომავალ წელს, ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, კვლავ შევიკრიბოთ ბახმაროში და გავმართოდ, როგორც სახალხო დღესასწაული, ისე ტრადიციული დოღი”, _ წერს ირაკლი კუჭავა.