ვერძი და მორიელი
ვერძისთვის იდეალური პარტნიორი მორიელია. ორივე ნიშანი დიდ ფიზიკურ ენერგიასა და აქტივობას ფლობენ, ასევე ამბიციურები და დამოუკიდებლები არიან. ორივეს უყვართ ექსპერიმენტები, რის შედეგადაც სექსუალური თვალსაზრისით ჰარმონია გარანტირებული აქვთ.
კურო და სასწორი
სექსუალური კუთხით კურო და სასწორი ყველაზე ჰარმონიული წყვილია. ორივე ნიშანი შეუპოვრობითა და კომპრომისზე წასვლის უნარით გამოირჩევა. ეს ნიშნები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს, ურთიერთობას პარტნიორული პრინციპით აგებენ.
ტყუპი და ლომი
მოუსვენარი ტყუპისთვის საუკეთესო პარტნიორია ლომი. სექსუალურ თამაშში მრავალფეროვანი ტყუპი ლომის აღფრთოვანებას იწვევს. ჰაერის წარმომადგენელი ნიშნები თავისუფლების შეზღუდვას ვერ ეგუებიან, რასაც ლომები არასდროს გააკეთებენ.
ქალწული და კირჩხიბი
ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა ქალწულს კირჩხიბთან გამოსდის. თავშეკავებულ ქალწულს შეუძლია კირჩხიბს თავდაჯერებულობა მიანიჭოს, ემოციური კირჩიბი კი ქალწულში ნდობას იწვევს. კირჩხიბი ეცდება პარტნიორს სიამოვნება მიანიჭოს, ქალწული კი ამას აუცილებლად დააფასებს. ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან ჰარმონიული და ორივეზე შესანიშნავად იმოქმედებს.
მშვილდოსანი და მერწყული
მშვილდოსნისთვის ჰარმონიული პარტნიორი გახდება ასეთივე შეუცნობელი და აქტიური მერწყული. ამ ნიშნების წარმომადგენლები კარგად განვითარებული ფანტაზიის წყალობით ერთად არასდროს მოიწყენენ. არცერთია ეჭვიანობისკენ მიდრეკილი, უყვართ საზოგადოებაში მოხვედრა, მათი ინტერესების წრე ძალიან ფართოა. ამ წყვილს სექსუალური თვალსაზრისით ხანგრძლივი ურთიერთობა ექნება.
თხის რქა და თევზები
თხის რქისთვის სექსში იდეალური პარტნიორი თევზებია. ისინი სრულიად წინააღმდეგობრივი ნიშნები არიან, თუმცა კომპრომისს მარტივად იპოვიან: თევზები თხის რქებს სიამოვნებით დაუთმობენ წამყვან როლს ურთიერთობაში, ძლიერი და გავლენიანი თხის რქა კი თევზებს აბსოლუტურ მხარდაჭერას გამოუცხადებს.