StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევვიდან, ერთის წყარო ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილია.
„კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა ასეთი განაწილების გახლავთ, ერთის წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი შემოტანილია, მათგან ერთი კვლავ სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების – 1447 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია – 1190, გარდაცვლილია – 19.