პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად, გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგია, მობილობა, რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად“, – განაცხადა გახარიამ.